ბარსელონა სან სებასტიანში დამარცხდა
ბარსელონა ლა ლიგის მე-13 ტურში რეალ სოსიედადს ესტუმრა და 0-1 დამარცხდა.
მე-13 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, თუმცა მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პოლონელი თამაშგარეში იმყოფებოდა.
მატჩის ერთადერთი გოლი, რომელიც 33-ე წუთზე გავიდა, სან სებასტიანელთა სურინამელმა ლეგიონერმა, შერალდო ბეკერმა გაიტანა.
მარცხის მიუხედავად, ბარსა ლიდერობას ინარჩუნებს. კატალონიურ კლუბს 33 ქულა აქვს და მეორეადგილოსან რეალს 6 ქულით უსწრებს - შესაბამისად, ამ ტურში მოგების შემთხვევაშიც კი, მადრიდელები მათ ვერ გადაასწრებენ.