ავტორიზაცია

ბარსელონა სეზონის ბოლოს ბაიერნის ფეხბურთელის დამატებას უფასოდ შეეცდება

ბარსელონა სეზონის ბოლოს ბაიერნის ფეხბურთელის დამატებას უფასოდ შეეცდება
თარიღი 12 Jan 2026, 17:29
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის ბარსელონას ხელმძღვანელობა ზაფხულში ბაიერნის ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება.

Sky Sport Germany-ის ცნობით, საუბარია ლეონ გორეცკაზე, რომელსაც რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს და დიდი შანსია კლუბი უფასოდ დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ლეონ გორეცკა ბაიერნის რიგებში 2018 წლიდან ირიცხება და მის ანგარიშზე 288 ჩატარებულ მატჩში 47 გოლი და 48 საგოლე გადაცემაა.