ავტორიზაცია

ბარსელონა ზაფხულში სანეს დამატებას ეცდება

ბარსელონა ზაფხულში სანეს დამატებას ეცდება
თარიღი 07 Oct 2024, 12:46
მიუნხენის ბაიერნის ვინგერი ლეროი სანე ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. გერმანელი მოთამაშე და მისი ახლანდელი კლუბი ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. სანემ კარგა ხანია დაკარგა ადგილი ძირითადში და არაა გასაკვირი, რომ კლუბის გამოცვლა სურს. 

ლერონი სანეს დამატება, მის ყოფილ მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს სურს. გერმანელი სპეციალისტი შესანიშნავად მუშაობს ბარსელონაში და ამ წუთისთვის ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერიც არის. 

სანემ ბაიერნის მაისურით ყველა ტურნირზე 179 შეხვედრა ჩაატარა რა დროშიც 49 გოლის გატანა მოახერხა.