ავტორიზაცია

ბარსელონადან, შესაძლოა, 3 ცენტრალური მცველი წავიდეს

ბარსელონადან, შესაძლოა, 3 ცენტრალური მცველი წავიდეს
თარიღი 22 Aug 2024, 15:45
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონა, შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სამმა ცენტრალურმა მცველმა დატოვოს.

ბარსას მიკაილ ფაის თაობაზე პსვ ეინდჰოვენისა და ფრანგული კლუბებისგან შეთავაზებები აქვს. ამასთან, კლუბის გეგმებში კლემან ლანგლე არ შედის, რომელსაც ატლეტიკოსა და სევილიას უკავშირებენ.

კიდევ ერთი მცველი, რომელიც, შესაძლოა, კატალონიური გრანდიდან წავიდეს, ანდრეას კრისტენსენია. დანიელ ფეხბურთელს ნიუკასლი აკვირდება, მაგრამ გამორიცხული არც ისაა, რომ კრისტენსენი ჩელსიში დაბრუნდეს.

წყაროები იტყობინებიან, რომ ანდრეასი მზადაა, "ბლაუგრანა" დატოვოს, რადგან შიშობს, რომ ჰანსი ფლიკის გუნდში სათადარიგო ფეხბურთელი იქნება.

დიდი შანსია, ამ სამიდან კლუბიდან მინიმუმ 2 წავიდეს.