ავტორიზაცია

ბარსელონა 4-0 დორტმუნდი | ნახევარფინალის საგზური თითქმის განაღდებულია

ბარსელონა 4-0 დორტმუნდი | ნახევარფინალის საგზური თითქმის განაღდებულია
თარიღი 10 Apr 2025, 01:10
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში ბარსელონამ დორტმუნდს უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა.

გერმანელთა რბევა რაფინიამ დაიწყო, რომელმაც პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში ბრაზილიელმა ასისტიც მიითვალა და რობერტ ლევანდოვსკიმ შეაგდო. ამის შემდეგ, ბარსას შესანიშნავ კონტრშეტევას პოლონელის დუბლი მოჰყვა, ბოლოს კი მეტოქის კარის ბადე ლამინ იამალმაც შეარხია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბარსელონა 4-0 დორტმუნდი

⚽️ 1-0 | რაფინია 25’ (ბარსელონა)

⚽️ 2-0 | ლევანდოვსკი 48' (ბარსელონა)

⚽️ 3-0 | ლევანდოვსკი 66’ (ბარსელონა)

⚽️ 4-0 | იამალი 77’ (ბარსელონა)


განმეორებითი მატჩი 15 აპრილს, გერმანიაში გაიმართება, თუმცა ეს შეხვედრას უკვე, პრაქტიკულად, ფორმალობაა.