ავტორიზაცია

ბარსელონამ 6 ფეხბურთელის გაყიდვა და მათი ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა — იხილეთ სია

ბარსელონამ 6 ფეხბურთელის გაყიდვა და მათი ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა — იხილეთ სია
თარიღი 19 Jun 2025, 15:48
ბარსელონაში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. კლუბმა ჟოან გარსია უკვე წარადგინა, თუმცა ჰანსი ფლიკის გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. "ბლაუგრანა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დაახლოებით 2-3 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.

უკვე ცნობილია რომელი ფეხბურთელები არ შედიან გერმანელი სპეციალისტის გეგმებში და ვინ შეიძლება დატოვოს ბარსელონა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ინიაკი პენია, ანდრეას კრისტენსენი, ორიოლ რომეუ, პაბლო ტორე, პაუ ვიქტორი — ამ ფეხბურთელებს უკვე განუცხადეს, რომ ისინი კლუბის გეგმებში აღარ შედიან და ახალი გუნდების მოძებნა მოუწევთ.

ზემოხსენებულ სიაში ვერ მოხვდა რონალდ არაუხო, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ თუ რომელიმე კლუბი ურუგვაელი მცველის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის, ბარსელონა ტრანსფერს არ დაბლოკავს.