ავტორიზაცია

ბარსელონამ ახალი მეკარე დაიმატა

ბარსელონამ ახალი მეკარე დაიმატა
თარიღი 04 Jun 2025, 17:03
ესპანელი მეკარე, ჟოან გარსია ესპანიოლიდან კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს.

ესპანიოლი გარსიას სანაცვლოდ €25 მილიონს მიიღებს, ხოლო ჟოანი ბარსელონასთან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.

ჟოან გარსია ესპანიოლის აღზრდილია, მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2021 წელს შედგა და ამის შემდეგ მან კარის მშრალად შენახვა 21-ჯერ შეძლო.

ასევე, ფეხბურთელით პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა, თუმცა მან საბოლოო არჩევანი ბარსელონაზე გააკეთა.

ჟოან გარსიას დამატების შემდეგ ვოიცეხ შესნისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესახებ მომავალში სიახლეებს ველოდებით.