ბარსელონამ ალბას შემცვლელს ჰოლანდიის ჩემპიონატში მიაგნო

"ბარსელონა" "ალკმაარის" მცველ ოვენ ვეინდალით ინტერესდება, იტყობინება AS.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ჰოლანდიელს კატალონიელები ხორდი ალბას შემცვლელად განიხილავენ და მისი დამატება ამ ზაფხულს სურთ.
2020/21 წლების სეზონში ვეინდალმა 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს.