ავტორიზაცია

ბარსელონამ ანსუ ფატისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა

ბარსელონამ ანსუ ფატისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა
თარიღი 03 ივლ 2024, 19:17
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა სატრანსფერო ბაზარზე ახალ ფორვარდს ეძებს, პრესეზონზე ანსუ ფატისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა.

21 წლის ფეხბურთელმა სპორტულ დირექტორ დეკუსთან ისაუბრა და გაირკვა, რომ ჰანსი ფლიკი მას ენდობა. კლუბის ხელმძღვანელობამ ანსუს აგენტს უთხრა, რომ სხვების შეთავაზებები არ განიხილოს.

ფატიმ ტრავმიანობის ფონზე ბარსაში ადგილი დაკარგა, რის გამოც გასულ სეზონში ის ბრაიტონში გაანათხოვრეს. ანსუს ინგლისური კარიერა დიდად წარმატებული არ გამოდგა - 19 მატჩში ესპანელმა მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

ახლა ანსუმანეს ბარსელონას სასტარტო შემადგენლობაში დასაბრუნებლად ბრძოლა მოუწევს.