ავტორიზაცია

ბარსელონამ ავსტრიის ნაკრების მცველი ინათხოვრა

ბარსელონამ ავსტრიის ნაკრების მცველი ინათხოვრა
თარიღი 09 Jul 2021, 22:00

"ბარსელონამ" ავსტრიის ნაკრებისა და "რაპიდის" მცველი, იუსუფ დემირი ინათხოვრა.

აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიური გრანდის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილია, "ბლაუგრანას" 18 წლის ფეხბურთელის ერთწლიანი იჯარა 500 ათასი ევრო დაუჯდება.

საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, "ბარსას" დემირის 10 მილიონად შესყიდვის უფლება ექნება.