ავტორიზაცია

ბარსელონამ დანი ალვეში ლეგენდების სიიდან ამოიღო

ბარსელონამ დანი ალვეში ლეგენდების სიიდან ამოიღო
თარიღი 27 თებ 2024, 11:26
მას შემდეგ, რაც სასამართლომ დანი ალვეში გაუპატიურების ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4,5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ფეხბურთელი ბარსელონამ ლეგენდების სიიდან ამოიღო.

დანი ალვეში ბარსელონაში 2008 წელს გადავიდა და 2016 წლამდე თამაშობდა. მან კატალონიური კლუბი მაისური 408 შეხვედრაში მოირგო, 22 გოლი გაიტანა და 105 საგოლე გადაცემა გაიფორმა. ალვეშმა ბარსელონასთან ერთად 23 ტიტულის მოგება მოახერხა.

ბარსელონას ლეგენდების სიაში ამჟამად 102 ფეხბურთელია იმყოფება, რომლებიც სხვადასხვა დროს ბლაუგრანას რიგებში თამაშობდნენ.