ავტორიზაცია

ბარსელონამ ევროთასებზე ტოპ-5 ლიგის წარმომადგენლებს ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 მოუგო

ბარსელონამ ევროთასებზე ტოპ-5 ლიგის წარმომადგენლებს ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 მოუგო
თარიღი 24 თებ 2023, 21:35
„ბარსელონამ“ ევროთასების მატჩებში ტოპ-5 ლიგის წარმომადგენლებს ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოუგო.

გუშინ ხავის გუნდმა „მან იუნაიტედთან“ საპასუხო მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ 1:2 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

შესაბამისად, ტოპ-5 ჩემპიონატების წარმომადგენლებთან „ბარსელონამ“ ბოლო 15 მატჩში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - წინა სეზონში ევროპა ლიგაზე „ნაპოლის“ 4:2 მოუგო.

5 მატჩი ფრედ დასრულდა, 9 შეხვედრა კი - კატალონიური გუნდის მარცხით. ზუსტად ამდენი მარცხი იწვნია „ბარსამ“ ტოპ-5 ლიგის წარმომადგენლებთან იქამდე გამართულ 50 შეხვედრაშიც.