ბარსელონამ კიეზას აგენტთან მოლაპარაკება დაიწყო
"ბარსელონა" "იუვენტუსის" გარემარბის, ფედერიკო კიეზას შეძენას განიხილავს.
26 წლის ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" ახალ მთავარი მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის.
რამდენიმე კვირის წინ ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიეზას მომსახურება "ბარსელონას" შესთავაზეს და ახლა ამ ინფორმაციას იტალიაშიც ადასტურებენ.
ცნობილი ინსაიდერის ჯანლუკა დი მარციოს თქმით, კატალონიური კლუბი მოთამაშით დაინტერესდა და მოლაპარაკება დაიწყო ფეხბურთელის აგენტთან.