ბარსელონამ მალიორკას სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში, კატალონიის ბარსელონამ მალიორკას უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
მატჩის ანგარიში ლევანდოვსკიმ 29-ე წუთზე გახსნა, 61-ე წუთზე იამალმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 83-ე წუთზე ბერნალმა გამოიჩინა თავი და კატალონიელებმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
ბარსელონა 3-0 მაკიორკა
გოლები: 1-0 ლევანდოვსკი (29'), 2-0 იამალი (61'), 3-0 ბერნალი (83')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ბარსელონას 58 ქულა და აქვს სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი ჟირონას ესტუმრება.

