ავტორიზაცია

ბარსელონამ მნიშვნელოვანი მატჩების წინ ტრავმის გამო კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ბარსელონამ მნიშვნელოვანი მატჩების წინ ტრავმის გამო კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
თარიღი 04 Mar 2026, 15:18
კოპა დელ რეის ნახევარფინალში, ორი მატჩის ჯამში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ბარსელონას ბანაკიდან ახალი, არც ისე კარგი ინფორმაცია ვრცელდება — ატლეტიკო მადრიდთან განმეორებით შეხვედრაში ჟულ კუნდემ და ალეხანდრო ბალდემ მძიმე ტრავმები მიიღეს, რის გამოც საკმაოდ დიდხანს იუქმებენ.

პირველადი ინფორმაციით, ორივე მცველი მინიმუმ 5 კვირას გამოტოვებს, რაც ჰანსი ფლიკის გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია. შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ასევე მძიმე ტრავმა მიიღო ფრენკი დე იონგმაც, რომელიც ზემოხსენებული ფეხბურთელების მსგავსად, დაახლოებით ერთ თვეს იუქმებს.

ბარსელონას წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის — "ბლაუგრანა" ლა ლიგის მომდევნო ტურში ატლეტიკ ბილბაოს ხვდება, ხოლო მომდევნო კვირაში ჰანსი ფლიკის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ნიუკასლს დაუპირისპირდება.