ავტორიზაცია

ბარსელონამ Puma-სგან ახალი შეთავაზება მიიღო

ბარსელონამ Puma-სგან ახალი შეთავაზება მიიღო
თარიღი 15 მარ 2024, 14:11
გერმანული კომპანია Puma კატალონიურ "ბარსელონასთან" თანამშრომლობის დაწყებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

როგორც Diario Sport-ი იუწყება, "ბლაუგრანამ" ახალი შეთავაზება მიიღო. პუმა მზადაა კატალონიელებს წელიწადში 120-140 მილიონი ევრო გადაუხადოს. 

გარდა ამისა, კატალონიელებს შეუძლიათ ხელმოწერის ბონუსის სახით 100 მილიონი მიიღონ. 

გერმანელი მწარმოებელი კონკურენციას Nike-ს უწევს. ამჟამად ბარსელონას სპონსორი ამერიკული კომპანიაა. Nike კატალონიელებს სეზონში 85 მილიონს უხდის და დაახლოებით 20 მილიონს ბონუსების სახით.