ავტორიზაცია

ბარსელონამ რასინგი დაამარცხა და ესპანეთის თასის 1/4 ფინალში გავიდა

ბარსელონამ რასინგი დაამარცხა და ესპანეთის თასის 1/4 ფინალში გავიდა
თარიღი 16 Jan 2026, 11:50
ესპანეთის თასის 2025/26 წლების სეზონის 1/8 ფინალში, კატალონიის ბარსელონა რასინგს ესტუმრა, მეტოქე 2-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი 66-ე წუთზე ფერან ტორესმა გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე ლამინ იამალმა აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.

რასინგი 0-2 ბარსელონა

გოლები:
0-1 ფერან ტორესი (66'), 0-2 ლამინ იამალი (90+5')

აღსანიშნავია, რომ რასინგის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის, გიორგი გულიაშვილის დებიუტი შედგა. 24 წლის ქართველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანი მე-60 წუთზე დატოვა. ცნობისთვის გიორგი გულიაშვილი რასინგმა სარაევოდან რამდენიმე დღის წინ დაიმატა.

ესპანეთის თასისთვის ბრძოლას 8 კლუბი აგრძელებს: ბარსელონა, ალავესი, ბილბაო, ატლეტიკო, ბეტისი, სოსიედადი, ვალენსია და ალბასეტე. 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა 19 იანვარს ჩატარდება, ხოლო მატჩები 3-5 თებერვალს გაიმართება.