ავტორიზაცია

ბარსელონამ უსმან დემბელეს სატრანსფერო თანხის გადახდა საბოლოოდ დაასრულა

ბარსელონამ უსმან დემბელეს სატრანსფერო თანხის გადახდა საბოლოოდ დაასრულა
თარიღი 12 სექ 2024, 20:58
BILD-ის ინფორმაციით, უსმან დემბელეს გაფორმებიდან 7 წლის შემდეგ, ბარსელონამ დორტმუნდს ფრანგის სატრანსფერო თანხა საბოლოოდ გადაუხადა.

წყაროს ცნობით, კატალონიურ კლუბს დემბელეს ტრანსფერი, ჯამში, €148 მილიონი დაუჯდა. 2017 წელს ბარსა დორტმუნდს €135 მილიონზე შეუთანხმდა, თუმცა, ბონუსების გათვალისწინებით, სატრანსფერო ღირებულებამ ბევრად მეტს მიაღწია.

უსმანმა ბარსელონა 2023 წელს დატოვა - მისი გამოსასყიდი თანხა, რომელიც €50 მილიონს შეადგენდა, პარი სენ-ჟერმენმა გადაიხადა. ფრანგმა "ბლაუგრანაში" 185 მატჩი ჩაატარა, 40 გოლი გაიტანა და 43 ასისტი მიითვალა. დემბელეს ბარსელონური კარიერა, ძირითადად, ტრავმიანობით "გამოირჩა".