ავტორიზაცია

ბარსელონას ბრაზილიელი მცველი: "მიხარია, რომ მესიმ კოპა ამერიკა მოიგო"

ბარსელონას ბრაზილიელი მცველი: "მიხარია, რომ მესიმ კოპა ამერიკა მოიგო"
თარიღი 03 Aug 2021, 17:26

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ემერსონ როიალმა, ლეო მესის წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა.

„მესის წინააღმდეგ თამაში, თუ ის მწყობრშია, უბრალოდ შეუძლებელია, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

ერთი წამით ყურადღება რომ გაგეფანტოს, ის უამრავ პრობლემას შეგიქმნის, მასთან მუდამ ვმარცხდები.

ბრაზილიის კოპა ამერიკას ფინალში წაგებით იმედგაცრუებული დავრჩი, მაგრამ მიხარია, რომ მესიმ მოიგო, რადგნა მან ეს ტიტული დაიმსახურა.“ - აღნიშნა ემერსონმა.

„ბარსამ“ ბრაზილიელი განაპირა მცველი რამდენიმე წლის წინ „ატლეტიკო მინეიროდან“ შეიძინა, თუმცა იჯარით „ბეტისში“ გაუშვა და ამ ზაფხულს უკან დაიბრუნა.