ბარსელონას დაგეგმილი სამი ქულა — ფლიკის გუნდმა ლევანტე დაამარცხა

ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში, კატალონიის ბარსელონამ ლევანტეს უმასპინძლა და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
მატჩის ანგარიში დებიუტშივე, მე-4 წუთზე ბერნალიმ გახსნა, რასაც 32- წუთზე დე იონგის გოლი მოჰყვა და კატალონიელებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოიგეს. მატჩის მიწურულს, 81-ე წუთზე ფერმინმა აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.
ბარსელონა 3-0 ლევანტე
გოლები: 1-0 ბერნალი (4'), 2-0 დე იონგი (32'), 3-0 ფერმინი (81')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ბარსელონას 61 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა. მომდევნო ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი ვილიარეას უმასპინძლებს.