ავტორიზაცია

ბარსელონას დაგეგმილი სამი ქულა — ჰანსი ფლიკის გუნდმა ოვიედო დაამარცხა

ბარსელონას დაგეგმილი სამი ქულა — ჰანსი ფლიკის გუნდმა ოვიედო დაამარცხა
თარიღი 26 Sep 2025, 09:12
ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში ბარსელონა რეალ ოვიედოს ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ბარსელონამ 3 უპასუხო გოლი გაიტანა — თავი რობერტ ლევანდოვსკიმ, რონალდ არაუხომ და ერიკ გარსიამ გამოიჩინეს.

კატალონიელებმა ამ გამარჯვებით 16 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილზე იმოფებიან, სატურნირო ცხრილს კი რეალი 18 ქულით ლიდერობს. ჰანსი ფლიკის გუნდის მომდევნო მეტოქე ლა ლიგაში სოსიედადი იქნება, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს დაუპირისპირდება.

ოვიედო 1:3 ბარსელონა
გოლები: 1:0 რეინა (33'), 1:1 გარსია (56'), 1:2 ლევანდოვსკი (70'), 1:3 არაუხო (88')