ავტორიზაცია

ბარსელონას ინტერთან მატჩის წინ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

ბარსელონას ინტერთან მატჩის წინ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
თარიღი 01 May 2025, 17:49
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, ბარსელონამ ინტერს უმასპინძლა (3-3), სადაც მატჩის 42 წუთზე ჟულ კუნდე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია.

აღნიშნულ მატჩში, ფრანგმა ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ გუნდს 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

კუნდე ბარსელონას ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავს, მიმდინარე სეზონში მან 53 მატჩში, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.