ავტორიზაცია

ბარსელონას მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელის შეძენა სურს

ბარსელონას მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელის შეძენა სურს
თარიღი 12 მარ 2024, 12:00
კატალონიური "ბარსელონა" მეისონ გრინვუდის თაობაზე მანჩესტერ "იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

როგორც Sport.es-ი იუწყება, კლუბების სპორტულ დირექტორებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

წყარო აღნიშნავს, რომ "ბლაუგრანამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ტრანსფერების დაგეგმვა უკვე დაიწყო. 

ინგლისელი ფეხბურთელის კონტრაქტი მანკუნიელებთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 

მიმდინარე სეზონში მეისონმა "ხეტაფეს" შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.