ავტორიზაცია

ბარსელონას მცველი მადრიდის რეალთან მატჩს გამოტოვებს

ბარსელონას მცველი მადრიდის რეალთან მატჩს გამოტოვებს
თარიღი 24 მარ 2023, 14:00
"ბარსელონასა" და დანიის ნაკრების მცველი ანდრეას კრისტენსენი ტრავმირებულია.

26 წლის დანიელმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ფინეთის წინააღმდეგ (3:1) ტრავმა მიიღო.

As-ის ცნობით, კრისტენსენს ფეხის მარცხენა კუნთის ტრავმა აქვს. სავარაუდოთ, ფეხბურთელი მოედანს 3-4 კვირაში დაბრუნდება.

ამრიგად, მცველი გამოტოვებს "ბარსელონას" მოახლოებულ მატჩს მადრიდის "რეალთან", რომელიც 5 აპრილს გაიმართება.