ბარსელონას სატრანსფერო სიაში მეისონ გრინვუდი და ბორხა მაიორალი ჰყავს
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ვიტორ როკეს წასვლის შემთხვევაში, ბარსელონა 2024/25 წლების სეზონისთვის რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორის მოყვანაზე იმუშავებს ან შანსს უკვე თავის საკუთრებაში მყოფ მოთამაშეს მისცემს.
კატალონიური პრესის ცნობით, ბარსას ხელმძღვანელობას სიაში მარკ გიუ (ბარსა ატლეტიკი), ანსუ ფატი, პაუ ვიქტორი (ბარსა ატლეტიკი), ბორხა მაიორალი და მეისონ გრინვუდი ჰყავს.
მარკ გიუმ 2023/24 წლების სეზონში რამდენიმე შანსი მიეცა, თუმცა, პაუ ვიქტორის მსგავსად, ძირითადად, მეორე გუნდში თამაშობდა. ანსუ ფატიმ კი გასული სეზონი იჯარით ბრაიტონში გაატარა და კატალონიაში ბრუნდება.
გრინვუდის მოსაყვანად ბარსელონას ვიტორის გაყიდვა დასჭირდება. 2 თვის წინ ინგლისელის წარმომადგენლები ბარსას ოფისში იყვნენ და ფეხბურთელი კატალონიელებს შესთავაზეს. ის გასულ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედიდან ხეტაფეში იყო განათხოვრებული. გავრცელებული ცნობებით, მეისონი „წითელი ეშმაკების“ გეგმებში არ შედის.
გარდა ამისა, მადრიდული წყაროები იუწყებიან, რომ ბარსელონას სატრანსფერო სიაში ბორხა მაიორალიცაა, რომელიც გასულ სეზონში, ალვარო მორატასთან ერთად, 15 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ესპანელი ბომბარდირი იყო.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეალის ყოფილ ფეხბურთელს ხეტაფესთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. კლუბის პრეზიდენტი, ანხელ ტორესი მის გაყიდვაზე თანახმა, მხოლოდ გამოსასყიდი თანხის (რომელიც 25 მილიონს შეადგენს) გადახდის შემთხვევაში იქნება.