ბარსელონას სურს, ანსუ ფატიმ 10-ნომრიანი მაისური დათმოს

AS-ის ინფორმაციით, ბარსელონას სურს, ანსუ ფატის 10-ნომრიანი მაისური ჩამოართვას და ლამინ იამალს მისცეს.
გასულ სეზონში ბარსაში 10 ნომერი არავინ იყო, რაც თითქმის ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რადგან მისი მფლობელი - ფატი იჯარით ბრაიტონში თამაშობდა.
ანსუ ახლა "ბლაუგრანაში" დაბრუნდა და ჰანსი ფლიკის ხელში ვარჯიშობს. თუმცა, კატალონიურ გრანდში დარდობენ, რომ მომავალ სეზონში 10-ნომრიანი მაისურის მისთვის დატოვება მარკეტინგულ შედეგს ვერ მოიტანს.
ამავდროულად, ლამინი ევრო 2024-ზე ბრწყინავს და, შესაძლოა, მისი 10-ნომრიანი მაისურების გაყიდვამ კლუბში დიდი შემოსავალი შეიტანოს. 17 წლის შემტევს შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც კი გახდეს. ესპანეთი ხვალ ფინალში ინგლისს დაუპირისპირდება.