ბარსელონას ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში ბარსელონა პრაღის სლავიას ესტუმრა და 4-2 გაიმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში, პედრიმ ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.
ესპანელ ნახევარმცველს გამოკვლევები ჩაუტარდა და როგორც კლუბმა დაადასტურა, ფეხბურთელი კატალონიელებს 1 თვის მანძილზე ვერ დაეხმარება.
"ბლაუგრანას", ასევე ტრავმის გამო: ფერან ტორესი, გავი და ანდრეას კრისტენსენი აკლიათ.


