ავტორიზაცია

ბარსელონას ტრავმის გამო ორი ფეხბურთელი გამოაკლდა — ბოლო ინფორმაცია ესპანეთიდან

ბარსელონას ტრავმის გამო ორი ფეხბურთელი გამოაკლდა — ბოლო ინფორმაცია ესპანეთიდან
თარიღი 22 Sep 2025, 16:18
კატალონიის ბარსელონას ტრავმების გამო ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დიდი ხნით გამოაკლდა — ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

საუბარია გავიზე და ფერმინ ლოპესზე. გამოკვლევებით დადგინდა, რომ გავის მუხლზე ოპერაციის ჩატარება დასჭირდება და მოედანს დაახლოებით 2 თვეში დაუბრუნდება.

ლოპესი კი, რომელმაც დაზიანება გასულ ტურში მიიღო, ვარჯიშის განახლებას 3-4 კვირაში შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ფლიკის გუნდს ტრავმების გამო ტერ შტეგენი, ბალდე და იამალიც ვერ ეხმარებიან.