ავტორიზაცია

ბარსელონას უკრაინელი ნახევარმცველის შეძენა სურს

ბარსელონას უკრაინელი ნახევარმცველის შეძენა სურს
თარიღი 11 მარ 2024, 12:27
უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველს, გეორგი სუდაკოვს კარიერის ესპანეთის ჩემპიონატში გაგრძელების ვარიანტი აქვს. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის ტრანსფერით კატალონიური "ბარსელონა" 
ინტერესდება. 

უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 13 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.