ავტორიზაცია

ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული

ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული
თარიღი 17 Feb 2025, 20:21
ბარსელონას თავისი მდიდარი ისტორიის მანძილზე ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყოლია, მათ შორის ისეთები, რომლებსაც ყველა დროის საუკეთესოთა შორის ადეკვატური პრეტენზია აქვთ და არამატო აქვთ, არიან კიდეც.

ბევრ გამოჩეულ მოთამაშესთან ერთად, კატალონიურ გუნდს განსაკუთრებული დუეტები და ტრიოები გყოლია, თუმცა ერთეულებს თუ ჩამოვთვლით, გაგვახსენდება რომარიო, "ელ ფენომენო", რივალდო, გაუჩო... თუ მათაც დავივიწყებთ, რომლებმაც ვერ გაამართლეს, გონებაში პირველი, ალბათ, დიეგო არმანდო მარადონა ამოტივტივდება, რომელიც ბარსამ ბოკა ხუნიორსიდან დიდი იმედებით შეიძინა და აეროპორტამდე, არგენტინელი ფანების რისხვისგან პრევენციის მიზნით, ტანკით მიიყვანა, მაგრამ მან კატალონიაში მხოლოდ 2 სეზონი დაჰყო.

კრუიფის ეპოქისა და მისი "დრიმ თიმის" შემდეგ, ლეგენდარული "ბარსა 87"-ის თაობა წამოვიდა, რომელშიც "ბლაუგრანასა" და, ზოგადად, ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე ლეო მესისთან ერთად, ჟერარ პიკე და სესკ ფაბრეგასი აღიზარდნენ და რომლებიც მათზე 1 წლით უფროსებს 32:0-ს უგებდნენ. მანამდე კი ლა მასიამ საფეხბურთო სამყაროსა და კულეებს კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა აჩუქა. პეპ გვარდიოლას ხელში ზემოთხსენებულმა ბარსელონელებმა ფეხბურთი შეცვალეს და ისტორიაში საუკეთესო კლუბი ჩამოაყალიბეს, ამ გუნდმა კი ტრიპლეტი ორჯერ იზეიმა.

ახლა კი, მოდით, დავასახელოთ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ისტორიაში საუკეთესო თერთმეტეული. სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება (4-3-3):

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი;

მცველები: დანი ალვესი, კარლეს პუიოლი (C), რონალდ კუმანი, ერიკ აბიდალი;

ნახევარმცველები: ჩავი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა;

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ლუის სუარესი, რონალდინიო.

სათადარიგოთა სკამი: ვიქტორ ვალდესი, ჟერარ პიკე, ხავიერ მასკერანო, ჟორდი ალბა, იოჰან კრუიფი, რივალდო, ნეიმარი.

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.