ბარსელონას ჟიულ კუნდეს ტრანსფერზე უჩივიან

Jijantes-ის ინფორმაციით, ისააკ ლოპესი - შუამავალი, რომელიც ჟიულ კუნდესთვის ტრანსფერში ბარსელონას დაეხმარა - კატალონიურ გრანდს უჩივის.
ლოპესი ირწმუნება, რომ ბარსამ მას კუთვნილი €3 მილიონი არ გადაუხადა, რომელიც საკომისიოს სახით უნდა მიეღო. ამის გამო ისააკმა კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ჯერჯერობით, აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ცნობები არ გვაქვს.
"ბლაუგრანამ" ფრანგი ფეხბურთელი 2022 წელს, €50 მილიონად შეიძინა. მისთვის ბრძოლაში ჩელსიც აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ კუნდემ ბარსელონა აირჩია.