"ბარსელონაში დარჩენა მსურს" — მარკუს რაშფორდი თავის მომავალზე

ინგლისელმა ფეხბურთელმა, მარკუს რაშფორდმა Sport-თან ინტერვიუში თავის მომავალზე ისაუბრა.
"ჩემი მომავალი? მე ბარსაში დარჩენა მსურს. ეს არის ჩემი მიზანი... მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რაც მაიძულებს, რომ გულმოდგინედ ვივარჯიშო და ყველაფერი გავაკეთო. მიზანი გამარჯვებაა. ბარსელონა უზარმაზარი და შესანიშნავი კლუბია, რომელიც ტიტულების მოსაგებად შეიქმნა,“ - განაცხადა რაშფორდმა Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მარკუსი ბარსელონაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მან იუნიტედიდან, იჯარის წესით გადავიდა, რომლის ვადაც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა კატალონიელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვთ.


