ავტორიზაცია

ბარსელონაში დე იონგის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს

ბარსელონაში დე იონგის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს
თარიღი 02 Oct 2025, 17:00
რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, 28 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი ბარსელონაში რჩება! 28 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას 2029 წლამდე გააფორმებს.

იმის მიუხედავად, რომ გასულ თვეებში ფრენკი დე იონგის ბარსელონადან წასვლაზე უფრო მეტი იწერებოდა ვიდრე დარჩენაზე, როგორც ჩანს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ამაში დიდი წვლილი ჰანსი ფლიკს მიუძღვის. გერმანელ სპეციალისტს ნიდერლანდელის შენარჩუნება სურდა და სწორედ ამიტომ, კლუბმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა.

ფრენკი დე იონგი ბარსელონას ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 266 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 19 გოლი და 24 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ფრენკი დე იონგი ახალ კონტრაქტს უახლოეს კვირებში ოფიციალურად გააფორმებს.