ავტორიზაცია

ბარსელონაში მესის შესაძლო წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს

ბარსელონაში მესის შესაძლო წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს
თარიღი 26 Aug 2020, 21:15
"ბარსელონას" ტექნიკურმა მდივანმა, რამონ პლანესმა გუნდის კაპიტნის, ლიონელ მესის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, რომელმაც კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა, წერს Marca.

"ბარსელონას" მომავლის აშენებაზე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთან, ლიონელ მესისთან ერთად ვფიქრობთ. მისი წასვლის შესაძლებლობას არ განვიხილავთ".

"მესისა და "ბარსელონას" შორის დავის შექმნა არ შეიძლება, რადგან არც ის და არც კლუბი არ იმსახურებს ამას. დიდ სამუშაოს გავწევთ, რათა "ბარსა" გამარჯვებულად ვაქციოთ", - თქვა პლანესმა.

აქამდე არსებული ცნობით, მესისთვის ბრძოლაში ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" არიან, თავად ფეხბურთელს "მანჩესტერ სიტიში" უნდა გადასვლა.