ბარსელონაში მო სალაჰის ტრანსფერზე მსჯელობენ
ლივერპულში მოჰამედ სალაჰის მომავალ გაურკვეველია. ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ კლუბი მას ახალ ხელშეკრულებას არ სთავაზობს.
ალბერტ ფერნანდესის ინფორმაციით, ბარსელონაში ეგვიპტელის საკითხზე მსჯელობენ. კატალონიური გრანდის ზოგიერთი წევრი მოს ტოპ ტრანსფერად მიიჩნევს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ის გუნდს არ სჭირდება, რადგან ლამინ იამალის პოზიციაზე თამაშობს.
სალაჰის მიმართ ინტერესს საუდი პრო ლიგიდანაც იჩენენ.