ბარსელონაში ტრავმიანობა გრძელდება - გუნდს სამი ლიდერი გამოკლდა

სექტემბრის სანაკრებო პაუზა დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო უიქენდზე საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდება.
ლა ლიგის მე-4 ტურში საკმაოდ საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ, სადაც ერთმანეთს ბარსელონა და ვალენსია დაუპირისპირდებიან.
ჰანსი ფლიკის გუნდი ამ დაპირისპირებას საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. ალეხანდრო ბალდე, ფრენკი დე იონგი და გავი ტრავმების გამო ამ მატჩს ოფიციალურად გამოტოვებენ.
ამ სამეულიდან ყველაზე რთული დაზიანება გავის აწუხებს — ესპანელი ნახევარმცველი მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს. რაც შეეხებათ ბალდესა და დე იონგს, ამ მომენტისთვის უცნობია როდის დაბრუნდებიან ფეხბურთელები მოედანზე.
ბარსელონას 3 ტურის შემდეგ, 7 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
ბარსელონას 3 ტურის შემდეგ, 7 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება.