ავტორიზაცია

ბასკების ღამის კოშმარი - მესის საოცარი სტატისტიკა ბილბაოსთან

ბასკების ღამის კოშმარი - მესის საოცარი სტატისტიკა ბილბაოსთან
თარიღი 07 იან 2021, 12:52
როგორც მოგეხსენებათ, ბილბაოს "ატლეტიკისა" და "ბარსელონას" შეხვედრაში ლიონელ მესიმ დუბლის გაფორმება შეძლო.

არგენტინელი შემტევის სტატისტიკა ბასკების წინააღმდეგ შთამბეჭდავია - აღნიშნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ ბოლო 26 მატჩში, მის ანგარიშზე 25 სასარგებლო ქმედებაა.

ლეომ "როხიბლანკოსთან" გაიტანა 17 გოლი და რვა საგოლე გადაცემის განხორციელება მოახერხა. საერთო ჯამში კი "ბლაუგრანას" კაპიტანმა "თეთრ-წითლებს" 34 მატჩში 26 ბურთი გაუტანა.

სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელის ყველაზე "სასურველ" მოწინააღმდეგედ რჩება "სევილია" - 38 შეხვედრა, 37 გოლი.