ავტორიზაცია

ბათუმის დინამოს ყოფილმა მეკარემ ფიფაში უჩივლა - "არიან ლეგიონერები, რომლებსაც ექვსი თვე და მეტი ხელფასი არ აუღიათ"

ბათუმის დინამოს ყოფილმა მეკარემ ფიფაში უჩივლა - "არიან ლეგიონერები, რომლებსაც ექვსი თვე და მეტი ხელფასი არ აუღიათ"
თარიღი 24 თებ 2024, 02:24
"კრაკოვის ვისლას" ახალწვეულმა ანტონ ჩიჩკანმა ბელარუსულ Bet News-თან ინტერვიუში ბათუმის "დინამოდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

28 წლის მეკარემ რომელაც 2023 წელს აჭარულ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, კლუბში ხელფასების დროულ გაცემის მხრივ მუდმივ პრობლემაზე ისაუბრა. 

ფეხბურთელმა ასევე ქართველ და უცხოელი მოთამაშეების მიმართ განსხვავებულ მოპყრობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ბათუმის დინამოდან როგორ წამოვედი? ახლა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ჩემპიონ გუნდს უცხოელი ფეხბურთელებისთვის ანაზღაურების გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. არსებობს სახელფასო დავალიანება და თან უზარმაზარი. 

დინამოში გატარებული დროის თითქმის ნახევარი პერიოდის განმავლობაში არ მიმიღია სრული ხელფასი. ბოლო თვეებში კი საერთოდ შეწყვიტეს გადახდა. 

ბევრი ქართველი ფეხბურთელის შემთხვევაში ყველაფერი დროულად ხდებოდა, რასაც უცხოელებზე ვერ ვიტყვი. ამასთან, ჩემი მდგომარეობა ყველაზე ცუდი არ იყო - არიან ლეგიონერები, რომლებსაც ექვსი თვე და მეტი ხელფასი არ აუღიათ.

დავალიანება 5 თვეს შეადგენს. ამის შესახებ ფიფას უკვე მივმართე და პასუხს ველოები. ეს არ არის სწრაფი პროცესი. მოპასუხეს საკმაოდ დიდი დრო ეძლევა სარჩელის შესასწავლად და ა.შ. ასე რომ, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვიმედოვნებ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში იქნება. ",- თქვა ჩიჩკანმა.