ავტორიზაცია

ბათუმში GRAN BELLAGIO Championships-ის პირველი ღონისძიება ჩატარდა

ბათუმში GRAN BELLAGIO Championships-ის პირველი ღონისძიება ჩატარდა
თარიღი 27 მაი 2024, 17:45
ბათუმში GRAN BELLAGIO Championships-ის პირველი ღონისძიება ჩატარდა. ცხრა ბრძოლიდან ოთხი კიკბოქსინგში, ხუთი კი MMA-ში გაიმართა.

შეჯიბრში ქართველ მებრძოლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს, ბრაზილიელმა, მაროკოელმა, რუმინელმა, აზერბაიჯანელმა, ბაჰრეინელმა და თურქმა სპორტსმენებმა. ოთხი ქართველიდან სამმა თავისი ბრძოლა მოიგო.

ღონისძიებას, სპეციალური სტუმრის სტატუსით, ბევრი ცნობილი სპორტსმენი დაესწრო, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში, ლევან საგინაშვილი და ამერიკელი ბობ სეპი, რომელიც ვეტერანი მებრძოლია და ხშირად შეხვდებით ჰოლივუდის ფილმებში.