"ბავშობის ოცნება ავიხდინე" - ინტერვიუ ნაკრების დებიუტანტთან

"ფიტნეს დარბაზში ვიყავი, ჩემი მეგობრები იყვნენ ჩამოსულები და ვსაუბრობდი, მათთვის მატარებლის ბილეთი უნდა ამეღო და ამ დროს, უცხო ნომერი მირეკავს. რომ შევამოწმე, ზურაბ ხიზანიშვილი იყო და ყველაფერს მაშინვე მივხვდი. ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და უბედნიერესი ვარ"
ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 2 დებიუტანტს უხმო. ერთი იური ტაბატაძეა, რომელიც უკვე ყველამ გაიცნო და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუც გვქონდა, მეორე კი 20 წლის სანდრო ნარიმანიძე, რომლის შესახებაც უმრავლესობამ არ იცის და მისმა სანაკრებო სიაში მოხვედრამ კითხვები გააჩინა - ვინ არის? სად თამაშობს?
რეალობა კი ასეთია - 20 წლის სანდრო ნარიმანიძემ ბევრი იშრომა, რათა მისთვის საქართველოს ნაკრების კარი გახსნილიყო. იბერიას აკადემიაში დაწყებული კარიერა სლოვაკურ ჟილინაში გაგრძელდა. თავიდან ისმეორე გუნდში იყო. ნარიმანიძე ჟილინაში ბაზაზე ცხოვრობს, მთლიანად ფეხბურთზეა ორიენტირებული და მისმა შრომამ შედეგი გამოიღო - წელს სანდრო ჟილინას ძირითადის ფეხბურთელია, ჟილინა კი სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერია.
"აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ განვვითარდე. სისწრაფეებზე და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზე ბევრს გვავარჯიშებენ და ჩემი პროგრესიც ამან გამოიწვია.. ეს სეზონი კარგად დავიწყეთ, კარგი და შეკრული გუნდი ვართ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ბაზაზე ვცხოვრობ, ცოტა რთულია, თუმცა ჩემი კარიერული განვითარებისთვის ასეა საჭირო, რადგან ბევრს ვვარჯიშობ და სულ ფეხბურთზე ვფიქრობ."