ავტორიზაცია

"ბედნიერი ვარ, რადგან ბოლო ორი თამაში სასტარტო შემადგენლობაში დავიწყე" - საბა გოგლიჩიძე

"ბედნიერი ვარ, რადგან ბოლო ორი თამაში სასტარტო შემადგენლობაში დავიწყე"  - საბა გოგლიჩიძე
თარიღი 21 Oct 2025, 13:51
სერია A-ს მე-7 ტურის კიდევ ერთი მატჩი კრემონაში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი უდინეზეს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოო ჯამში ფრედ, 1-1 დასრულდა.

მოედანზე 90 წუთი გაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ, რომელსაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 21 წლის ფეხბურთელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"რთული მატჩი იყო, სადაც მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. შეგვეძლო მოგება, მაგრამ სტუმრად ფრე ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბოლო ორი თამაში სასტარტო შემადგენლობაში დავიწყე. კაბასელესა და სოლეტის გვერდით თამაში უფრო ადვილია და ამისთვის მათ მადლობას ვუხდი. ახლა მთავარია, ასე გავაგრძელოთ, მე კი ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მეტს ვითამაშებ."


უდინეზემ ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო. კოსტა რუნიაიჩის გუნდი 9 ქულით, მე-11 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, ქართველმა ამ სეზონში 5 მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო.