ბეილი მზად არის კარიერა უახლოეს პერიოდშივე დაასრულოს და ყველაფერი ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული
"რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი მზად არის კარიერა უახლოეს პერიოდში დაასრულოს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Cope წერს, 32 წლის ფეხბურთელი დიდხანს ფიქრობდა და მივიდა დასკვნამდე, რომ ფეხბურთიდან წავა, თუ უელსი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ვერ მოიპოვებს.
მოგეხსენებათ, გუშინ, მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში უელსელებმა ბეილის დუბლით ავსტრია (2:1) დაამარცხეს.
გადამწყვეტ დაპირისპირებაში უელსი შოტლანდია - უკრაინის წყვილის გამარჯვებულს ივნისში შეხვდება.
ასე და ამგვარად, იმ შემთხვევაში, თუ უელსი ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავა, გარეტი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.