ბეილი: "პრესა ბევრ ტყუილს წერს და ხალხი ამას იჯერებს, ამიტომაც გონიათ, რომ ტრავმატული ვარ"
გარეტ ბეილმა ისაუბრა იმაზე, რომ მას ტრავმებისკენ მიდრეკილ ფეხბურთელად მიიჩნევენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბურთით სათამაშო თვისებებს არასდროს არ დავკარგავ.
მე უფრო მეტი სათამაშო დრო მჭირდება. ესპანეთში მატჩებისთვის მზად ვიყავი, მაგრამ არ მათმაშებდნენ, ამიტომ ხალხს ეგონა, რომ ტრავმირებული ვარ.
ასეთი აღქმაა. ხალხი ფიქრობს, რომ გოლფს ვთამაშობ ხშირად, რეალურად კი ასე არ არის. ხალხი ფიქრობს, რომ ტრავმებს ხშირად ვიღებ, მაგრამ ესეც კი არ არის ასე.
პრესა, როგორც წესი, ბევრ ტყუილს წერს და ხალხს ამ ყველაფრის სჯერა.“ - აღნიშნა უელსელმა ფეხბურთელმა.