ბელგიის ნაკრების პრობელმები არ ილევა
ბელგიის ეროვნული ნაკრების პრობლემები გრძელდება, ''წითელი ეშმაკები'' უკვე მერამდენედ ვერ ახერხებენ კარგად გამოსვლას დიდ ტურნირზე, არადა საკვალიფიკაციო ეტაპს გუნდი ძალიან იოლად გადის ხოლმე. დომენიკო ტედესკოს გუნდმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულის დაგროვება მოახერხა და გაჭირვებით გავიდა ჯგუფიდან. ბელგიამ პირველ ტურში სენსაციურად დათმო თამაში სლოვაკეთთან, შემდეგ დაამარცხა რუმინეთი და ბოლო ტურში ფრე გააგორა უკრაინასთან, რაც საკმარისი აღმოჩნდა ჯგუფიდან გასასვლელად, არადა ფურცელზე ბელგილებს სამიდან სამი მატჩი უნდა მოეგოთ და ჯგუფში 9 ქულა უნდა დაეფიქსირებინათ.
ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ბელგიელებს ბოლო წუთებზე დრო გაჰყავდათ, რამაც დიდი კრიტიკა გამოიწვია ტრიბუნებიან და გამაყრუებელი სტვენითაც უპასუხეს გუნდს, საფინალო სასტვენის შემდეგ გუნდისი კაპიტანი კევინ დე ბრუინი ტრიბუნებთან მივიდა და მადლობა გადაუხადა ქომაგობისთვის, მაგრამ სტვენა არ შემწყდარა. დომენიკო ტედესკომ ფანების რეაქცია უკომენტაროდ არ დატოვა. 38 წლის სპევციალისტმა თქვა, რომ მისი და მისი გუნდის მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო და ეს დავალება წარმატებით შესრულდა.
დღეს ბელგიელებს ურთულესი თამაში ელოდებათ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, ფურცელზე ფრანგები უპირობო ფაორიტებად მიიჩნევაინ, თან ბელგიელთა გასახდელში სიტუაცია საკმაოდ არეულია. მოთამაშეებს თითქოს თავისი თავის აღარ სჯერათ და ბელგიელებმა ის ოქროს თაობა, რაც მათ ყავთად ვერ გამოიყენეს. შეგახსენებთ, რომ საფანგეთის და ბელგიის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 -ზე დაიწყება.