ავტორიზაცია

ბელინგემის მშობლებს დორტმუნდის გასახდელში შესვლა აუკრძალეს

ბელინგემის მშობლებს დორტმუნდის გასახდელში შესვლა აუკრძალეს
თარიღი 25 Aug 2025, 17:59
გერმანული მედიის ცნობით, დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველის, ჯობ ბელინგემის მშობლებს კლუბმა გასახელში შესვლა აუკრძალა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბუნდესლიგის პირველ ტურში მომხდარი ინციდენტი გახდა. ზანქტ პაულთან მატჩში, დორტმუნდის მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა 19 წლის ინგლისელი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა, რის გამოც მას ბელინგემის მშობლები დაუპირისპირდნენ.

აღნიშნული შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 3-3 დასრულდა. დორტმუნდელთა მხრიდან კი თავი გირასიმ, ანტონმა და ბრანდტმა გამოიჩინეს.