ბელინგემმა ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ორ მატჩში ვერ დაეხმარება.
Marca-ს ინფორმაციით, ლა ლიგის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელი ორი მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ "სამეფო კლუბი" ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ ბელინგემი 16 გოლით ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.