ავტორიზაცია

ბენ უაითმა არსენალთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

ბენ უაითმა არსენალთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
თარიღი 14 მარ 2024, 12:11
"არსენალის" მარჯვენა მცველი ბენ უაითი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაითანხმა. 

26 წლის ფეხბურთელმა "მეთოფეებთან" გაუმჯობესებული პირობებით ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი შეათანხმა, ამის შესახებ ინსაიდერი დევიდ ორნშტეინი იტყობინება. 

გარიგება ოფიციალურად, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დადასტურდება. 

ინგლისელის წინა კონტრაქტი 2026 წლამდე იყო ძალაში.