ავტორიზაცია

ბენასერი საუდის არაბეთში?

ბენასერი საუდის არაბეთში?
თარიღი 20 მაი 2024, 17:07
მილანის ალჟირელი ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი, რომელიც ბოლოს წლებია ტრავმებისაგან გაწამდა და „ეშმაკების“ ძირითადში ადგილი დაკარგა, საუდის კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა. ბენასერმა ბოლო ორ სეზონში რამდენიმე მზიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მილანი მის შესაძლო გაყიდვას განიხილავს.

როსონერის შუახეზელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა. ამ მომენტისთვის, ფეხბურთელი კლუბის დატოვებას არ განიხილავს, თუმცა თუ კლუბმა მის სანაცვლოდ 30-35 მილიონიანი შეთავაზება მიიღო, დიდი შანსია ალჟირელმა გუნდი დატოვოს.

მომდევნო კვირებში მოსალოდნელია სხვა ევროპული კლუბების დაინტერესებაც.