ბენევენტოს მცველი სერია ა-ს სხვა კლუბში გადადის
"ბენევენტოს" მცველმა, კამილ გლიკმა კარიერა შეიძლება სერია ა-ს სხვა კლუბში გააგრძელოს.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.
როგორც იწერება, 33 წლის პოლონელისთვის "უდინეზე" იბრძვის, რომელსაც მისი დამატება ერთწლიანი იჯარით სურს.
გასულ სეზონში გლიკმა "ბენევენტოს" რიგებში 37 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.