ბენფიკა უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს იმატებს
„გენტის“ უკრაინელი ფორვარდი რომან იარემჩუკი კარიერას ლისაბონის „ბენფიკაში“ გააგრძელებს.
ამის შესახებ არაერთი ავტორიტეტული გამოცემა და მათ შორის, ჟურნალისტი რუდი გალეტი იტყობინება.
„გენტი“ ამ ტრანსფერში 15 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს, იარემჩუკი კი „ბენფიკასთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, პირადი ხელშეკრულების სხვა დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის.
გასულ სეზონში იარემჩუკმა „გენტის“ მაისურით 43 მატჩში 23 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.